15:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 17:26:07, 2201 ნახვა

სამართალი
ეკა მიშველაძე: კამპანია „მოითხოვე ქართული" ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად

კამპანია „მოითხოვე ქართული" ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მიშველაძის თქმით, ის ვარაუდობს, რომ ეს კამპანია დაეხმარება ადგილობრივი წარმოების განვითარებას.

"მინდა მოგახსენოთ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ახალი კამპანიის შესახებ „მოითხოვე ქართული".  ეს კამპანია ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პრეზიდენტი შეუერთდა საზოგადოების ინიციატივას, კერძოდ კი Kar.ge-სა და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის წამოწყებას „იყიდე ქართული". ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს კამპანია დაეხმარება ადგილობრივი წარმოების განვითარებას. პრეზიდენტმა კამპანია შიდა ქართლიდან დაიწყო, სადაც მან მოინახულა რეგიონში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან სოფელ დვანში მდებარე  საწარმოები, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება", - აღნიშნა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics