01:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 13:57:29, 2689 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ნატო-ს პრობლემები აქვს, ნატო მოძველდა

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ.

"უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ნატო-ს მხრიდან თავდაცვის საკითხების მცირე დაფინანსება უსამართლოა, რადგან აშშ იძულებულია ეს ქვეყნები დაიცვას.

ამასთან, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ნატო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics