16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 12:37:07, 2255 ნახვა

ეკონომიკა
მაია მელიქიძე: გალარების ინიციატივა საკმაოდ კარგია, თუმცა მას გარკვეული რისკები ახლავს თან

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე აცხადებს, რომ გალარების ინიციატივა საკმაოდ კარგია, თუმცა მას გარკვეული რისკები მოჰყვება.

როგორც მელიქიძემ აღნიშნა, მთავრობას და პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო.

„იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ლარიზაცია რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო იმისთვის, რომ ხალხს უფრო მეტის გადახდა არ მოუწიოს. ზოგადად ეს ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, მაგრამ მას გარკვეული რისკები ახლავს თან. ასე მაგალითად, როდესაც ყველაფერი დაანონსდა, მოსახლეობას გარკვეული სესხები ჰქონდათ აღებული, უფრო კონკრეტულად საუბარია იპოთეკურ სესხებზე. ამან საკმაოდ დიდი დანახარჯი გამოიწვია, რადგან დოლარის კურსი მაშინ დაახლოებით 2.52 იყო, ეს კი 20 პუნქტით ნაკლებია. გაცვლითი კურსი იზრდება, შესაბამისად, მოსახლეობას ეზრდება სესხის ძირის გადასახადი. შესაბამისად, ჯამში ამ ინიციატივას დადებითად ვაფასებთ“, - განაცხადა მელიქიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics