|
2015-03-27 16:51:12, 520 ნახვა
პოლიტიკა
ნილს მუჟნიეკი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებს მოინახულებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა. თეა წულუკიანი ნილს მუჟნიეკს ქართულ რეფორმებზე ესაუბრა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებაც განიხილეს. ევროკომისარი საქართველოს იუსტიციის მინისტრს შეჰპირდა, რომ შემოდგომაზე საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში საზღვრისპირა სოფლებს მოინახულებს და მისი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია, რიგის სამიტზე მოხდეს აღიარება იმისა, რომ მთავრობამ და ხალხმა ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და შეასრულა ის დავალებები, რასაც ბრიუსელი საშინაო დავალებებს უწოდებს. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ რიგის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარება მოხდება და ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში აისახება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე მივიღე დაპირება კომისრისაგან, რომ, როდესაც ის შემოდგომაზე ეწვევა საქართელოს, აუცილებლად მოინახულებს მავთულხლართებს, მოინახულებს ამ ზონას და შეეცდება, შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, სადაც, როგორც მე მას კიდევ ერთხელ ვუთხარი, დღესაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრი ბრიუსელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. დელეგატთა შორის არიან ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვითი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები: ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროკომისიის პირველი ვიცეპრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროსაბჭოს უმაღლესი კომისარი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გუშინ მიმართა და იმ საქმიანობის შესახებ უამბო, რომელიც საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს განტვირთვისა და ადამიანის უფლებების უკეთესად დაცვისათვის განახორციელა. „წარმატებული რეფორმები გვაქვს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები გვარდებოდეს ქვეყნის შიგნით და ჩვენს მოქალაქეს არ სჭირდებოდეს მოგზაურობა, სიარული და საჩივრების გაგზავნა სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ამგვარ მიდგომას სტრასბურგის სასამართლოც მიესალმება დ ხვალ მივიღებთ დეკლარაციას, რომელიც ამ ყველაფერს ოფიციალურად გააფორმებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი თავის ბელგიელ კოლეგასაც შეხვდა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)