23:26 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 22:13:14, 1736 ნახვა

კომენტარი
ტრამპი CNN-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა - „ნუ უხეშობთ, კითხვის დასმის უფლებას არ მოგცემთ“

ნუ უხეშობთ, კითხვის დასმის უფლებას არ მოგცემთ, - ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას, რომელსაც პრეზიდენტისთვის კითხვის დასმა სურდა.

ტრამპმა ჟურნალისტს "Fake News"-ის წარმომადგენელი უწოდა და აღნიშნა, რომ ის კითხვას ვერ დასვამდა.

CNN-ის ჟურნალისტი პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდა და ის თავისუფალ მედიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა, რის შემდეგადაც კვლავ შეკითხვის დასმის საშუალება მოითხოვა, რაზეც პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განუცხადა.

სავარაუდოდ, პრეზიდენტი CNN-ის მიერ გავრცელებულმა სტატიამ გააბრაზა. სტატიაში ეწერა, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კომპრომატებს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერებს ფლობს. აღნიშნული ინფორმაცია უარყო ტრამპმაც და ოფიცილურმა მოსკოვმაც.

ცნობისთვის, ნიუ იურკის "ტრამპ ტაუერში" ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics