23:27 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 17:56:34, 1644 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: მთავარია, პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტისთვის საინტერესო იყოს

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის ფორმატი ჯერ უცნობია.

თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იქნება თუ არა დებატების ფორმატი ეს ერთ-ერთი რიგითი პოლიტიკური საკითხია და მთავარია, მოხსენება პარლამენტისთვის საინტერესო იყოს:

„პრეზიდენტის გამოსვლა არის პოლიტიკური მოვლენა და ბუნებრივია, საინტერესოა პარლამენტისთვის, რომ დაინახოს მთავარი აქცენტები, რა არის საყურადღებო და გამოკვეთილი. პარლამენტს დებატები არ უკვირს, იცით, რომ ამ მხრივ პარლამენტს აქვს განსაკუთრებული ფუფუნება,  ხშირად იმ საკითხებზეც იდებატოს, რაც შეიძლება რომ ნაკლებად იყოს ხოლმე სამსჯელო. ასე რომ, დებატები იქნება თუ არა, ეს ალბათ ერთ-ერთი  რიგითი პოლიტიკური საკითხი იქნება. მთავარია, მოხსენება პარლამენტისთვის საინტერესო იყოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics