|
2015-03-27 11:14:08, 568 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონული ინვენტარიზაციის პროგრამა ამოქმედდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ინვენტარიზაციის ახალი ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა. როგორც „ექსორესნიუსს“ რეესტრიდან აცნობეს, პროგრამა თანამშრომლებსა და სამეურნეო სამსახურს შორის კომუნიკაციას სრულად ავტომატიზებულს ხდის. „სააგენტოში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონულ სააღრცხვო ბარათზე არსებულ ინფორმაციას ნებისმიერ დროს ელექტრონულად გაეცნონ, ნახონ, რა სახის ინვენტარია მათზე განკუთვნილი, გადაამოწმონ და შეადარონ მიღებული და მოთხოვნილი ინვენტარის მახასიათებლების თანხვედრა, დაადასტურონ მოთხოვნილი ნივთის მიღება და გაეცნონ აღნიშნული ინვენტარის მფლობელთა ისტორიას. ამას გარდა, პროგრამა სააგენტოს სამეურნეო სამსახურს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს ვისზე რა ინვენტარია გაცემული, შეიტყონ ვინ იყო ამა თუ იმ ნივთის მფლობელი, ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღონ ინფორმაცია ინვენტარის უკან დაბრუნების შესახებ და ასევე ელექტრონულად ჩამოწერონ აღნიშნული ნივთი. ამ დრომდე ინვენტარის აღწერა სააგენტოში სხვადასხვა ფაილებით ხდებოდა, რაც რიგ შემთხვევებში სრულყოფილ და რეალურ სურათს არ იძლეოდა. ერთიანი ბაზის შექმნის და პროცესის ავტომატიზების შედეგად მარტივდება სააგენტოში ამა თუ იმ ინვენტარის ადგილის და მფლობელის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით მოძიება, ასევე ინფორმაციის მიღება, თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის ინვენტარი, ჩამოწერილია თუ ვინმეს მფლობელობაშია ის. ასევე შესაძლებელი ხდება გაცემული ინვენტარის შესახებ სტატისტიკური მონაცემების სხვადასხვა ჭრილში მარტივად მოძიებაც“, - ნათქვამია საჯარეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)