00:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 13:04:12, 2510 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი კიბერთავდასხმების გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიბერთავდასხმების გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

ტრამპის თქმით, აშშ-მა უნდადაივიწყოს რუსეთის მხრიდან ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით პრეტენზიები და წინსვლა გააგრძელოს.

“ვფიქრობ, ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. მიმაჩნია, რომ კომპიუტერებმა სერიოზულად გაგვირთულეს ცხოვრება”, - განაცხადა დონალდ ტრამმა ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ, საჭიროა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება აშშ-ის არჩევნებში მისი შესაძლო ჩარევის გამო.

როგორც მედია საშუალება წერს, 29 დეკემბერს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადებს. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ სანქციების დაწესებას კრემლი შესაბამისად უპასუხებს.

აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხროციელებული კიბერთავდასხმების უკან რუსეთი იდგა. აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics