|
2016-12-29 12:32:46, 1937 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: პატრიარქის, როგორც მოღვაწის, მნიშვნელობა დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა
პატრიარქის დაბადების 85 წლის იუბილის, აღსაყდრებიდან 40 წლისა და ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავის განსაკუთრებულად აღსანიშნავად, სპეციალური კომისია შეიქმნება. პრემიერის განმარტებით, გაიმართება რამდენიმე დღიანი კონფერენციები, მათ შორის საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია, რომელსაც მაღალი რანგის სტუმრები და პოლიტიკოსები დაესწრებიან. კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხზე მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრემიერი მიიჩნევს, რომ პატრიარქის, როგორც დიდი მოღვაწის, მნიშვნელობა დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა და მისი იუბილე ღირსეულად უნდა აღინიშნოს. „ვფიქრობთ, რომ პატრიარქის, როგორც მოღვაწის, მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით ამდაგვარ კომისიას და ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. ასევე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის განსაკუთრებული, როგორც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარებას. უფრო მეტი დეტალის შესახებ მაშინ გახდება ცნობილი, როცა ეს კომისია შეიკრიბება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)