16:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 20:09:12, 2754 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ყატარს შორის ორმხრივი ინვესტიციების ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულდა

თბილისში საქართველოს მთავრობასა და ყატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების ორმხრივად ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით  შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე  ხელმძღვანელობდა, ხოლო  ყატარის დელეგაციას კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრის უფროსი მრჩეველი ხალედ ალ დერბესტი.

გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ხელი შეეწყობა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებას, რაც ასევე, თავის მხრივ გაზრდის ინტერესს ყატარის მხრიდან ინვესტიციების შემოდინების, კერძო კაპიტალის მოძრაობის და სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირების მიმართულებით.

მსგავსი ხასიათის ორმხრივი შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს 32 ქვეყანასთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics