16:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 19:08:50, 2418 ნახვა

ეკონომიკა
ნოემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.7%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 6,7%-ით

ნოემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.7%-ით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი, 6,7%-ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 891.2 მლნ ლარით (5.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 17.8 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.5 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 724.7 მლნ ლარით (6.7 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.6 პროცენტი შეადგინა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (6.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით მეტი).

2016 წლის ნოემბრის განმავლობაში 4.5 პროცენტით ანუ 346.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 9.0 მლრდ ლარ მიაღწია.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.32 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.25 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics