|
2015-03-26 11:25:44, 899 ნახვა
ეკონომიკა
ღარიბაშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები, საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრისას ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასთნ დაკავშირებით განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარეობს. მან, რამოდენიმე ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა მოიყვანა მაგალითად, სადაც ასევე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. „ბოლო პერიოდში რეგიონში რთული ვითარებაა. ეს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის კუთხით შეეხო, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობის უპირველესი ამოცანაა, რამდენადაც შესაძლებელი იქნება სწრაფად გავუმკლავდეთ პრობლემებს, რომლებიც მოსახლეობისთვისაა მტკივნეული. ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეს პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნას აღმოფხვრილი, რათა მოსახლეობამ ეს სირთულეები უმტკივნეულოდ გადაიტანოს. ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები, სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებში ხდება. სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ მთელ მსოფლიოში, აბსოლიტურად ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის ევროსი. ასევე რეგიოში არსებულმა რთულმა პოლიტიკურ–ეკონომიკურმა ვითარებამ განაპირობა, რომ ჩვენი ვალუტა გაუფასურდა. მაგრამ, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, ეს შეხო რეგიონის ყველა ქვეყანას. მინდა, რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც არის ჩვენზე 2–3 ჯერ მეტად მდიდარი სახელმწიფო, დეკემბერში ამ ქვეყანამ დახარჯა 1. 2 მილიარდი დოლარი იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი ვალუტის კურსი, იანვარში მილიარდი დოლარი, თებერვალში კი მოხდა 34 %–ით ერთ დღეში გაუფასურება. სომხეთში ანალოგიური ვითარებაა. ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯეს , მაგრამ ვერ შეინარჩუნეს კურსი. მოლდოვაში ანალოგიური ვითრებაა, დაახლოებით 700 მილიონამდე დაიხარჯა მათი რეზერვები. ჩვენთან მოხდა დაახლოებით 160 მილიონი დოლარის დახარჯვა და გვაქვს პრაქტიკულად იგივე ვითარება რაც სხვა ქვეყნებშია“,– აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დოლარი ასევე ევროს მიმართაც გამყარდა. „ანალოგიური ვითარებაა ევროპის სხვა სახელწმიფოებში. ევროს მიმართაც გამყარდა დოლარი“, – განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე უკრაინასა და რუსეთში შექმნილმა ვითარებამაც იქონია გავლენა. „რა თქმა უნდა, ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, უკრაინაში და რუსეთში განვითარებული მოვლენები ნეგატიურ ეფექტს ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ მთავრობამ, სწორედ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე გადაწყვეტილება მიიღო. „თუმცა, ხარჯების შემცირება არც ერთ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს არ შეეხება“, – აღნიშნა პრემიერმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)