16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 15:53:57, 2442 ნახვა

ეკონომიკა
აშშ-სთან 22,5 მილიონი დოლარის საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და კავკასიაში აშშ-ს  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა  სამ საგრანტო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი შეთანხმებებით ცვლილება შევიდა ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებებში და საგრანტო თანხა დაახლოებით 22,5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.

შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით  გადაადგილებულ  პირთა მზარდი ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics