|
2016-12-21 12:53:04, 1601 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ვისურვებ, რომ რჩეულიშვილის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღოს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ის ისურვებდა, რომ მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღოს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, როდესაც საქმე ქალის პატიმრობას ეხება, საქმე საკმაოდ მგრძნობიარეა. "ვფიქრობ, რომ სასამართლოზე არ უნდა მოხდეს გარე ჩარევა. როგორც წესი, ეს ცუდ ფორმად მიიჩნევა, როდესაც მოსამართლე იხილავს საქმეს და გარედან რაიმე ფორმით ხდება მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. ვისურვებ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს, ყველა გარემოების გათვალისწინებით. ნამდვილად არა ვარ გულგრილი რა ინფორმაციაც მესმის ქალბატონ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)