16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 15:15:30, 2304 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობა ეფექტიან შედეგს გამოიღებს

პრეზიდენტი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერთან და სებ-ის პრეზიდენტთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

„რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემასა და ხელისუფლების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას - ლარის კურსს. საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერმინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics