21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 15:03:22, 2504 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელმა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტრაგედიას ტერაქტი უწოდა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტი ტერაქტი იყო, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანიას შიშში ცხოვრება არ სურს. 

“ჩვენ ვიპოვით ჩვენს თავში ძალას გავაგრძელოთ ცხოვრება გერმანიაში როგორც ჩვენ გვინდა - ერთად თავისუფლებაში. ჩვენ არ გვსურს შიშით ცხოვრება”,  -აღნიშნა კანცლერმა.

მისი თქმით, მომხდარი თავდასხმა განსაკუთრებით ამაზრზენი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ მისი ჩამდენები გერმანიაში ლტოლვილებად ჩამოვიდნენ.

მერკელის ინფორმაციით, ის ტრაგედიის ადგილს დღეს მოგვიანებით მოინახულებს.

ამასთან, გერმანიის პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე მომხდარ შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics