16:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 13:04:18, 2143 ნახვა

ეკონომიკა
აჭარაში „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტების რიცხვი 62-მდე გაიზარდა

აჭარაში ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მქონე ტურისტულ ობიექტებს 16 ახალი ობიექტი შეემატა.

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 5 კვებისა და 11 განთავსების ობიექტს ხარისხის ნიშანი საზეიმოდ გადაეცათ, რითაც „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტების რიცხვი აჭარაში 62-მდე გაიზარდა.

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი, რაც ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და ტექნიკური სტანდარტების გარანტიას გულისხმობს. პროექტში წლის განმავლობაში სულ 106 სასტუმრო, რესტორანი და კაფე დარეგისტრირდა, თუმცა საერთაშორისო კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ 62-მა შეძლო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი პროექტში ჩართულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალურ სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ამოწმებდა. კრიტერიუმები მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტი 2016 წელს დაიწყო და შემდეგ წელსაც გაგრძელდება. კრიტერიუმებისა და რეკომენდებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  ვებ-გვერდზე Recommend.ge

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ - 16 ახალი ობიექტი

კვების ობიექტები: 1. რესტორანი “BK“; 2. რესტორანი  “ბელა კოსტა”; 3. რესტორანი  “კიევლანოჩკა”; 4. კაფე  “ლა ბრიოში”; 5. კაფე  “პრეზიდენტი”.

განთავსების ობიექტები: 1. სასტუმრო „სპუტნიკი“; 2. სასტუმრო „ბლექ სი სტარი“; 3. სასტუმრო „გრანდ რიქსოს პალასი“; 4. სასტუმრო „ჰოტელ პლაზა“; 5. სასტუმრო „კასტელო მარე და ვაილნეს რიზორტი“; 6. სასტუმრო „ქორნერ ინნ“; 7. სასტუმრო „პრეზიდენტი“; 8. სასტუმრო „სანაპირო“; 9.  სასტუმრო „სასტუმრო 19“; 10. სასტუმრო „სითი სტარი“; 11. სასტუმრო „ეიფორია“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics