19:01 - 26 May, 2026
|
2016-12-19 11:27:59, 2534 ნახვა
სამართალი საზოგადოება კომენტარი
მღებრიშვილი: თუ დადასტურდა ჟურნალისტის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა „იბერიის“ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. “თუ დადასტურდა ის ფაქტი, რასაც ჟურნალისტი ყვება, ამ შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ის პოლიციელი, რომელიც ამაში მონაწილეობდა”, - განაცხადა მღებრიშვილმა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. ცნობისთვის, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბორჯომში მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)