|
2016-12-16 15:48:35, 1670 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
შს მინისტრის მოადგილე: მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აღარ გაუქმდება
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იპორტი აღარ აიკრძალება. მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტში ცვლილებები შევა, სადაც გათვალისწინებულია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა განბაჟების გადასახადის მატებასთან დაკავშირებით, რაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანას თავისთავად შეამცირებს. "ჩვენი ინიციატივა იყო იმპორტის აკრძალვა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, შემცირებულიყო მარჯვენასაჭიანი მანქანების რაოდენობის კატასტროფული ზრდა. გარკვეულწილად, ეს შედეგი მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ეს ორივე გზა ისახავს ერთ მიზანს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას, ანუ რეგისტრაციის გაუქმება აღარ იქნება",-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა. ამასთან, როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, პარალელურად მიმდინაორებს მუშაობა, რომ მომავალ წელს საგზაო უსაფრთხპოების უზრუნველყოფა და მოწესრიგება ახალ ტექნოლოგიებზე გადავიდეს. "ახლა ვმუშაობთ ჭკვიანი კამერების და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე",-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)