17:55 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:19:52, 2636 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
კობა გვენეტაძე: როგორც ყველგან, საქართველოშიც მაკროეკონომიკური შოკები გარდაუვალია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით,  როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც მაკროეკონომიკური შოკები გარდაუვალია, რის გამოც, ინფლაციის ფაქტრობრივი მაჩვენებელი შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლისგან განსხვავდებოდეს.

„თუ რამდენად დიდი და ხანგრძილივი იქნება ეს გადახრა, დამოკიდებულია შოკის სიძლიერეზე და ხასიათზე. ეგზოგენურ შოკებზე რეაგირება  ეკონომიკის მაღალ მერყეობას იწვევს და შესაბამისად მაღალია საზოგადოებრივი დანახარჯი,  როგორ წესი ცენტრალური ბანკები არ რეაგირებენ დროებითი ხასიათის შოკებზე, ეს კი ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლი მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება. მომდევნო 3 წლის  განმავლობაში შესაძლოა არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას განეკუთვნება: გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმფლაციის იმპორტი და სხვა. რისკები მიმართულია როგორც ფასების ზრდის, ისე შემცირებისაკენ“,-განაცხადა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics