|
2015-03-25 14:58:26, 512 ნახვა
საზოგადოება
სამინისტრომ კერძო მესაკუთრისგან დევნილი ოჯახებისათვის ბინები გამოისყიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვაზისუბნის დასახლებაში, დავით კვაჭანტირაძის ქუჩაზე, 11 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და დევნილებს საკუთრებაში გადასცა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და ბინების საკუთრებაში გადაცემა მიულოცეს. „აღნიშნულ შენობაში, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 11 დევნილი ოჯახისათვის ბინები შპს „აგრეგატი“-სგან 250 000 ლარად გამოისყიდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 2014 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2015 წლის სექტემბრამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე უკვე 1095 დევნილი ოჯახი გახდა“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)