2016-12-15 15:51:22, 2559 ნახვა
ეკონომიკა
მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა
დღეიდან ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქართული მარკები 4 თემატიკის 7 ახალ საფოსტო მარკას მოიცავს.
მათივე ცნობით, ახალი მარკები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შესაბამისი ბრძანებით გამოიცა.
მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს : ,,მესტია“, „ბაკურიანი“, „გუდაური“; ”ივანე ჯავახიშვილის 140 წელი“;„ალავერდის საკათედრო ტაძარი“;„კოლხური ჯონჯოლი“;„ალავერდის საკათედრო ტაძარი“.
ახალი საფოსტო მარკების შეძენა შესაძლებელია შპს „საქართველოს ფოსტა“-ს სერვის ცენტრებში.
საქართველოს სამთო კურორტები – „მესტია“, „ბაკურიანი“, „გუდაური“.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან