|
2016-12-14 17:59:12, 2333 ნახვა
სამართალი კომენტარი
თარგამაძე: ძირითადი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა, გამოძიებას არ ვენდობი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის განცხადებით, ძირითადი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა, - ამის შესახებ თარგამაძემ დაკითხვიდან გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ის გამოძიებას არ ენდობა. „ძირითადი კითხვები მაინც დარჩა პასუხგაუცემელი. პირველი - რატომ არ კვალიფიცირდება საქმე ტერორისტულ აქტად, რადგან მოხდა ხალხმრავალ ადგილზე და მიზნად ისახავდა სხვა ხალხის დაზიანებას. მეორე - რა იყო მოტივი, რატომ გადაწყვიტა ამ პირმა ჩემი მოკვლა. მესამე არის ის, რომ გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ დამნაშავე მარტო არ იყო და სხვა პირებიც ფიგურირებენ საქმეში და ისინი პასუხისგებაში არ არიან მიცემული. მიმალვაში მყოფ დავით ხეჩუაშვილზე მაინტერესებს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს შსს, რომ ამ ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გადაკვეთა საზღვარი. არ ვენდობი ამ გამოძიებას და ვთვლი, რომ როცა საქმის მეორე ნაწილს გავეცნობი, მაინც არაფერი შეიცვლება“, -აღნიშნა გივი თარგამაძემ. ამასთან, გივი თარგამაძე მისი ავტომობილის აფეთქების საქმის მასალებს გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)