|
2016-12-14 16:21:44, 917 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს ხელი. შეთანხმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს. საარსებო წყაროების შექმნის მიზნით ცენტრი „აფხაზეთი“ ითანამშრომლებს აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტთან, ხოლო თავის მხრივ აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი მოახდენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა სოციალურად დაუცველი პირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განსახორცილებელი პროექტების 0.1 ჰა სასათბურე კონსტრუქციით უზრუნველყოფას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს უფროსი ჯუმბერ ბოიკო, სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს გარემოს სამმართველოს უფროსი მარინე ზუხბაია და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ პროექტების მენეჯერები თეა კაჭარავა და დავით გუჩუა ესწრებოდა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)