2016-12-13 17:36:37, 2525 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: წელს დაიწყება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა
წელს დაიწყება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა, - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. მისივე თქმით, ჰაწვალის საბაგიროზე წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.
"ეს არის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელსაც მთელი ეკონომიკური გუნდი უჭერს მხარს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ," - განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან