|
2015-03-25 10:12:14, 398 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „ქამრების შემოჭერის“ საკითხს ეხმაურება. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიამ ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. მისივე თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში 2014 წლის სექტემბერში ადმინისტრაციული ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხა მილიონ 300 000 ლარამდე შეამცირეს და ეს პოლიტიკა 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის დაგეგმის დროსაც გაგრძელდა. „“ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა. ჩვენ „ქამრების შემოჭერა“ და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა დავიწყეთ მას შემდეგ , რაც ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში თბილისის მერიაში მოვედი. კერძოდ, სექტემბერსა და დეკემბერში, ბიუჯეტში განხორციელდა ცვლიებები მილიონ 300 000 ლარამდე. ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ და ეს პოლიტიკა გავაგრძელეთ, როცა 2015 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ. 2015 წლის ბიუჯეტში თავდაპირველადვე ჩვენ ჩავდეთ საკმაოდ შემცირებული ამდინისტრაციული ხარჯები. მიუხედავად ამისა , როცა 2015 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე, დედაქალაქის ბიუჯეტს კვლავ რევიზია ჩავუტარეთ და ჯამში მივიღეთ მილიონ 800 000 ლარზე მეტი, საიდან მილიონ 300 000 ლარი ეს არის უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ხოლო მილიონ 553 000 ლარი – ეს არის საპრემიერო ფონდის შემცირება“, – აღნიშნა ნარმანიამ. ნარმანიას განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტში მერია ცვლილებების პროექტს ამზადებს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ ხარჯებშიც იქნება გადატანილი. „2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ვამზადებთ, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონი ლარი ცალკეული მუხლებიდან იქნება დაზოგილი და გადატანილი ინფრასტრუქტრულ ხარჯებში, რათა ამით ხელი შევუწყოთ და გადავახალისოთ ეკონომიკური ზრდა“,– განაცხადა დავით ნარმანიამ.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)