|
2016-12-13 14:20:14, 1634 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტს პარლამენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს
"საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. „საჭიროა, ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში ვმართოთ, რაც ეხება პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და პარლამენტსაც. კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა ამ ფორმატში მონაწილეობა მიეღო. ცუდია, თუ მონაწილებას არ მიიღებენ, მაგრამ კარგია, რომ სახალხო განხილვად იქცეს ყველა ის საკითხი, რაც კომისიაზე გავა. ხალხი და საზოგადოება ამაში ჩართული უნდა იყოს. ეს ერთი-ორი ექსპერტის და ერთი პარტიის დონეზე არ უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)