|
2016-12-08 12:48:20, 2407 ნახვა
ეკონომიკა რეგიონი
აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების 4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულისხმობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა გაზრდილი, რაც აჭარაში 295 269 ტურისტის ვიზიტს ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. „გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. სამივე საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 11 თვის განმავლობაში 1 332 215 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 11 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, რაც 126 474 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს. მოგზაურების უმრავლესობა რეგიონს ისევ თურქეთიდან (962 382), აზერბაიჯანიდან (114 177), რუსეთიდან (62 150), უკრაინიდან (36 922) და სომხეთიდან (16 158) სტუმრობდა. თუცმა გასული წლისგან განსხვავებით, 2016 წელს აჭარაში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. რეგიონს, 11 თვეში 28 982 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა ისრაელიდან, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მათი ძირითადი ნაწილი 28 498 კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა. გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით, 87%-ით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 11 თვის განმავლობაში 32 340 ვიზიტორი შემოვიდა. მიმდინარე წელს, ასევე გამოიკვეთა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5%) და საუდის არაბეთი (+44%)“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)