|
2016-12-08 11:04:10, 3004 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ISIS-ის მიერ კონტროლირებად ქალაქზე ავიადარტყმებს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყის ქალაქ ალ-ქაიმზე ავიადარტყმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ბაღდადიდან ჩრდილო-დასავლეთით, 300 კილომეტრში, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ალ-ქაიმს “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს. თვითმხილველების თქმით, საჰაერო დარტყმები ქალაქის ცენტრზე განხორციელდა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ვის ეკუთვნოდა თვითმფრინავები, თუმცა სავარაუდოდ დარტყმები ერაყის ძალებმა განახორციელეს. ავიადარტყმის შედეგად დაზიანდა მეჩეთი, რომელსაც ისლამისტები შტაბად იყენებდნენ, ასევე დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 19 ბავშვი და 12 ქალია. “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული სააგენტო Amaq-ის ცნობით, ავადარტყმებს 120 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტომ კადრები გაავრცელა, სადაც დაზიანებული შენობები, დამწვარი მანქანები და ბავშვები ცხედრები ჩანს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)