|
2016-11-28 17:24:13, 1813 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა EBRD-ის რეგიონულ დირექტორთან 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგია განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა და მასთან საქართველოსა და EBRD-ს შორის შემდგომი 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგია განიხილა. EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ დიმიტრი ქუმსიშვილს ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული პარტნიორობა და ნაყოფიერი პოლიტიკური დიალოგი კვლავ წარმატებით გაგრძელდება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და EBRD-ის ურთიერთობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. განსაკუთრებული აქცენტი მხარეებს შორის შემდგომი 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიაზე გაკეთდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს მხარეს გააჩნია. მათ შორისაა, კერძო სექტორის განვითარება და ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ხელშეწყობა ღია ბაზრებზე შესასვლელად. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული ბიზნესის მიერ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის სრულად ათვისებასა და გამოყენებაზე. პირველმა ვიცე-პრემიერმა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დაასახელა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარება, მათ შორის, კაპიტალის ბაზარი და ადგილობრივი ვალუტის გაძლიერება და ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების მაჩვენებლის გაზრდა. დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ძალიან ნაყოფიერი იქნება. საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში 1992 წელს გაწევრიანდა. ამ პერიოდიდან ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში, დაახლოებით, 2.6 მილიარდი ევრო შეადგინა. საქართველოსა და EBRD-ის თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია, სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა - საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის განვითარება. (NS)
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)