|
2016-11-25 14:38:59, 1313 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი ირმა ინაშვილს: მინისტრებთან ასეთ რაკურსში საუბარი ამ ფორმატს არ შეესაბამება
„მინისტრებთან ასეთ კონტექსტში, რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, ამ ფორმატს არ შეესაბამება“,-ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრს, ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი საყდრისთან დაკავშირებით მწვავედ გააკრიტიკა. „არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მინისტრებთან ასეთ კონტექსტში, რაკურსში საუბარი, რომ თქვენ აუცილებლად ციხეში უნდა იჯდეთ, ჩემი აზრით, არ შეესაბამება ამ ფორმატს, ამისთვის მადლობა ღმერთს, თუ თქვენ გაქვთ რაიმე დასაბუთებული პრეტენზია, არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები და მზად ვართ, ნებისმიერ შეკითხვას, და მათ შორის მინისტრობის კანდიდატებიც მზად არიან, გავცეთ პასუხი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)