17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 20:10:27, 2414 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება მალე იქნება მიღწეული

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ევროპარლამენტთან მალე იქნება მიღწეული, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დონალდ ტუსკმა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირის მუდმივ წარმომდგენელთა კომიტეტმა (COREPER) 17 ნოემბერს მხარი ევროპარლამენტთან უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებას დაუჭირა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცადებაშია ნათქვამი, საქართველოს მსგავსად, უკრაინის ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.

ცნობისთვის, 24 ნოემბერს, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ოქტომბრის ბოლოს პოროშენკომ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესს 24 ნოემბრამდე დაასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics