|
2015-03-20 11:59:43, 440 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: დემოკრატიული განვითარების გზაზე ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გამოფენის „დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1919-21“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. თამარ ბერუჩაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. „შეუძლებელია დემოკრატიული, ისევე როგორც პოლიტიკური სისტემის, ჯანსაღი და ეფექტიანი ფუნქციონირება გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალთა შესაბამისი ჩართულობის გარეშე. საქართველოში მეტი ძალისხმევა გვმართებს ამ მიმართულებით. ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა არ უნდა იყოს უბრალოდ მიზანი, ეს არის ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას და გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან და უცხოელ პარტნიორებთან სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით მიზნით. გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ქალთა უფლებების დაცვის, საჯარო სფეროსა და პოლიტიკაში ქალის როლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის ნოემბერში გეგმავს მაღალი დონის კონფერენციის ჩატარებას ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. გამოფენა ქალთა საინფორმაციო ცენტრის და საქართველოს ეროვნული არქივს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)