|
2015-03-19 17:55:06, 610 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე: შსს–მ თანამშრომელი ქვეყანაში კანონიერი ქურდის შემოსვლის ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის გაათავისუფლა
„საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე შსს–ს მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომელის რუსლან ბაზიაშვილის გათავისუფლებას. მისივე შეფასებით, ბაზიაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო. შშს-მ ამით დაადასტურა, რომ ყველა ინფორმაცია უკანონო კვეთებთან დაკავშირებით კანონიერი ქურდებისა არის სიმართლე და ნაცვლად იმისა რომ გამოიძიონ და დასაჯონ კანონის დამრღვევები ებრძვიან იმ პოლიციელებს ვისთვისაც მუნდირი და პოლიციელის ღირსება რომ ებრძოლონ დანაშაულს არის უმთავრესი“, – აღნიშნა თარგამაძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)