13:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 17:55:05, 1718 ნახვა

ეკონომიკა
ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სტანდარტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა" (OECD) და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობით, გაიმართა გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ახალი გლობალური სტანდარტის შესახებ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის წევრ სახელმწიფოებში „ერთიანი ანგარიშგების სისტემის" (CRS) დანერგვის შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ბანკების ასოციაციის, ფინანსური ინსტიტუტებისა და საკონსულტაციო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრას ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის წარმომადგენლებთან ერთად, უძღვებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ანგარიშგების სტანდარტი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" მიერ დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის სექტემბერში შემუშავდა და დღეისათვის მასში 100-მდე სახელმწიფოა ჩართული.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics