|
2015-03-19 16:43:08, 759 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ცენტრები სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს
საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით ხორციელდება. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სერვისები. საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია შეხვედრების ოთახი, თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები. სერვისებზე წვდომის გარდა ცენტრებს ეკისრებათ მედიუმის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვს საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენონ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩასატარებლად. ამჟამად ფუნქციონირებს 19 საზოგადოებრივი ცენტრი შემდეგ სოფლებში: კაჭრეთი, ყვარელწყალი/დუისი, მუხაესტატე, გეგუთი, მეჯვრისხევი, შაშიანი, სართიჭალა, გომი, რუისი, ხევი, მანგლისი, კოდა, შორაპანი, ნიგოეთი, ჭალადიდი, ჯვარი, ფოკა, ხიდისთავი და ნუკრიანი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)