|
2016-10-27 11:54:43, 872 ნახვა
რეგიონი
ფესტივალ „განდაგან“-ს ფარგლებში ღვინის სახლი და ეთნოგრაფიული მუზეუმი სტუმრებს ეპატიჟება
სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანა“-ს ფარგლებში ევროპის მოედნიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მუზეუმში შესვლის მსურველებს ტრანსპორტი დღის ორი საათიდან საღამოს 6 საათამდე, ხოლო ღვინის სახლის სტუმრებს ორი საათიდან ხუთის ნახევრამდე მოემსახურება. ტურისტული ობიექტებზე შესვლა უფასოა და ისინი სტუმრებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობენ. ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ხელვაჩაურში, ღია ცის ქვეშ 3000 კვ.მ.-ზეა განთავსებული. მასში აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრების და ტრადიციების ამსახველი ნივთები და მასალებია 15-ზე მეტ თემატურ სივრცეშია წარმოდგენილი. მუზეუმში შესვლა დილის ათის საათიდან საღამოს 6 საათამდე იქნება უფასო. ქემალ თურმანიძე წლების განმავლობაში ქმნიდა და აჭარის სოფლებში აგროვებდა ყველა იმ ექსპონატს, რომელიც მუზუემშია წარმოდგენილი. სტუმრებს მუზეუმში ფოლკლორ შოუც ელოდებათ. რაც შეეხება აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლს, ის ქობულეთში მდებარეობს. ღვინის სახლში 15:00 საათიდან სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება ერთსაათიანი სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ისინი ღვინის სახლში არსებულ ყველა სერვისს გაეცნობიან, მონაწილეობას მიიღებენ თონის პურის დაცხობასა და ჭაჭის გამოხდაში. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია და საბძოლო ხელოვნების შოუ, რომელსაც „შავფაროსნები“ წარმოადგენენ. ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება შეუძლიათ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 28 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება. ზემოთ აღნიშნული ობიექტების მიმართულებით ტრანსპორტი მოედნიდან, 14:00 საათიდან იმოძრავებს. (NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)