|
2016-10-26 10:49:00, 1928 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ბიზნესის წარმოების კუთხით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებშია
მსოფლიო ბანკის ჯგუფმა - „ბიზნესის წარმოება 2017 თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. ასევე, გაუმჯობესებულია „საზღვრამდე მანძილის“ მაჩვენებელი 2.48 პროცენტული ერთეულით. კვლევაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ის 80.20 პროცენტია, შარშან კი 77.72 პროცენტს შეადგენდა. მსოფლიოს ბანკის ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს გასული წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მიღების, ქონების რეგისტრაციის, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვის, საერთაშორისო ვაჭრობის და გადასახადების გადახდის კუთხით გატარებულ რეფორმებზეც. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამაღლა ელექროენერგიით უზრუნველყოფის საიმედოობა მიმწოდებელი კომპანიებისთვის ჯარიმების დაწესებით ენერგიის წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI) და სისტემის გათიშვის საშუალო სიხშირის (SAIFI) ინდექსის წინა წელთან შედარებით გაუარესებისთვის. ასევე, სავალდებულო გახდა კომპანიის მიერ მომხმარებლის ინფორმირება ელექტროენერგიის დაგეგმილ გათიშვასთან დაკავშირებით. გაუმჯობესდა მიწის ადმინისტრირება თბილისში კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების რუკაზე დატანით. საქართველომ გააძლიერა მცირე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების და როლის გაზრდით ძირითადი კორპორაციული გადაწყვეტილებების მიღებაში და მფლობელობის და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაფიოდ განსაზღვრით. ელექტრონული დამუშავების სისტემის გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების უფრო სწრაფი წარდგენა. როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა აღნიშნა, „ბიზნესის“ წარმოების კვლევის მიერ შეფასებულ ხუთ სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს წინსვლა განსაკუთრებულ არნიშნვნას იმსახურებს. მანვე დასძინა, რომ საქართველო კვლავაც წარმატებულ რეფორმატორებს შორისაა მდგრადი ეკონომიკური ზრდით და გლობალური შოკების მიმარეთ მდგრადობის გაძლიერებით. მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესის წარმოება 2017 არის მე-14 იმ კვლევების სერიიდან, რომლებიც ბიზნეს საქმიანობის ხელისშემწყობ და შემზღუდველ რეგულაციებს იკვლევს. კვლევაში წარმოდგენილია რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც 190 ქვეყანაში მოქმედი ბიზნესის რეგულაციებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხარისხის შედარების საშუალებას იძლევა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს კანონმდებლობის იმ ასპექტებს, რომლებიც 11 სფეროში ახდენს ბიზნესის ქმედითუნარიანობაზე გავლენას. ამ თერთმეტი სფეროდან, ათი წლევანდელ ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგშია წარმოდგენილი. ესენია: ბიზნესის წამოწყება, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, ელექტრო ენერგიის მიღება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულება, გადახდის უუნარობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა. ბიზნესის წარმოება, ასევე, აფასებს შრომის ბაზრის კანონმდებლობას, რაც რეიტინგში არ შედის. ბიზნესის წარმოება 2017-ში მოყვანილი მონაცემები 2016 წლის 1 ივნისის მონაცემებს ეფუძნება. კვლევის თარგმანს მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ავრცელებს.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)