|
2016-10-23 15:12:32, 1668 ნახვა
სამართალი
ქარტია არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების გამოძიებას ითხოვს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქარტია სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს, 8 ოქტომბრისა და 22 მაისის არჩევნების დღეს ჟურნალისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყნების ფაქტები გამოიძიონ: „სამწუხაროა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმაც ვერ ჩაიარა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის გარეშე. ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიების "რუსთავი 2-ის", „იბერიის" და „GDS-ის" წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს. მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია "იმედის" კამერა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება არ დასრულებულა, შესაბამისად კვლავაც არ დასჯილან დამნაშავე პირები. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებისთვის ასევე უცნობია თუ ვინ მიაყენა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა კორცხელში, 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი დაპირსპირებისას. თითოეული ასეთი ფაქტის გამოუძიებლობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ შესაძლოა წაახალისოს საზოგადოებაში სხვა მსგავსი ინციდენტები. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ თითოეული ფაქტი, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა დაუშვებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კენჭისყრის დღეს, 8 ოქტომბერს, გარდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისა, არაერთ ჟურნალისტს შეექმნა პრობლემა უშუალოდ საარჩევნო უბანზე მუშაობისას, რაც გამოწვეული იყო ძირითადად იმით, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მედიის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ყველა პირმა კარგად გაიაზროს ის უდიდესი როლი, რაც აკისრია მედიას არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყოს მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას“,-ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)