09:42 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 15:26:45, 648 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერისთვის ბატუტიანი საწოლის შესყიდვას არ ადასტურებს

მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრისთვის ბატუტიანი საწოლის შესყიდვას არ ადასტურებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირმა ნადირაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, საწოლი ნამდვილად შეისყიდეს, თუმცა ის ბატუტიანი არ არის და მისი ღირებულება 24 000 ლარის ნაცვლად,  2 200 ლარია.

"ბატუტიანი საწოლის შესყიდვა არ მომხდარა.ეს არის ალბათ იტალიურიდან არასწორად თარგმანი.საწოლის შესყიდვა ნამდვილად მოხდა. იყო ერთი საწოლი, რომელიც ღირდა არა 24 000 ლარი, არამედ 950 ევრო, ანუ 2200 ლარი.საწოლი გათვალსწინებულია პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს ხშირ შემთხვევაში დილის 4 საათამდე მუშაობა. ალბათ ეს კითხვა მაშინაც უნდა დაგვესვა, როდესაც ხდებოდა ძალიან ბევრი საწოლის შეძენა და მაშინ, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით,  არ ვადებთ ამ ინფორმაციას საიდუმლო გრიფს",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics