|
2015-03-18 10:51:37, 519 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სისტემაში რეჟიმის ოფიცრების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
სასჯელაღსრულების სისტემაში რეჟიმის ოფიცრების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო. სასწავლო ცენტრში გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის ოფიციალურ გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი დაესწრო. გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში პირველად გასული წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის იანვარში წარმატებით დასრულდა. სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე პროგრამა სამართლებრივი რეჟიმის 24 ოფიცერმა გაიარა. მისი წარმატებულობიდან გამომდინარე შეირჩა ახალი ჯგუფი (25 მონაწილე), რომელიც აღნიშნულ სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიმდინარე წლის მარტი-სექტემბრის განმავლობაში მიიღებს. ამასთან, სასწავლო ცენტრში დაგეგმილია პროგრამის ინსტიტუციონალიზაციაც. როგორც უწყებაში განმარტავენ, სასწავლო პროგრამა არსებითად განსხვავდება ცენტრში აქამდე არსებული პროგრამებისგან და შემუშავებულია როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული ექსპერტების მიერ, „ევროპული ციხის წესების“ თანაავტორის, ჟერარ დე იონგის ჩართულობით. პროგრამა შემუშავდა და გრძელვადიანი სასწავლო პროცესი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში. პროგრამა 5 ეტაპისგან შედგება და მოიცავს, როგორც თეორიულ კურსს (3 ეტაპი) სასწავლო ცენტრში, ასევე პრაქტიკულ სწავლებას (2 ეტაპი) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ჩაუტარდებათ დასკვნითი გამოცდა და მიღებული ქულების მიხედვით გადაეცემათ 3 ხარისხის სერტიფიკატი. გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და მათთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც მათ ესაჭიროებათ პრაქტიკული საქმიანობის სრულფასოვნად და ეფექტურად განხორციელებისათვის. სასწავლო პროცესში ჩართულია სასწავლო ცენტრის ადგილობრივი და მოწვეული 39 ტრენერი. ასევე დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც ცენტრში მენტორებად გადამზადდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)