12:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 17:43:45, 1597 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ორთაჭალაში მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ორთაჭალაში მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა, რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

„ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და  გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნა სუხიაშვილმა.

ცნობისთვის, ორთაჭალაში გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics