12:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 17:11:05, 1502 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებთან ურთიერთგაგების სამი მემორანდუმი გააფორმა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრ კაშკარ ჯუნუშალიევთან და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრ კუბატბეკ ბორონოვთან ურთიერთგაგების სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ხელმოწერის ცერემონია, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის შს სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს.

ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროსთან ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

მესამე მემორანდუმი ორი ქვეყნის შსს-ს აკადემიებს შორის გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნის პროექტის ფარგლებში, სამართალდამცველთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მინისტრები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ახლადგახსნილ ცენტრს, „112“-ს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ეწვევიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics