11:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 11:10:57, 2177 ნახვა

მსოფლიო
ბერლინის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილმა ციხეში თავი მოიკლა

ბერლინის აეროპორტზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილმა სირიელმა ლტოლვილმა ლაიფციგის ციხეში თავი მოიკლა, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, 22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრმა თვითმკვლელბამდე შიმშილობა გამოაცხადა და 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლო მან თავის მოკვლა.

ცნობისთვის, ალ-ბაქრი ლაიფციგში 10 ოქტომბერს დააკავეს.

სექტემბრის ბოლოს გერმანულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” გერმანიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავდა.

შეგახსებეთ, რომ გასულ კვირას სპეცსამსახურებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შეძლეს და მასზე 24-საათიანი თვალთვალი დააწესეს. ეჭვმიტანილი სირიელი ლტოლვილი, 22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრი აღმოჩნდა, რომელიც გერმანიაში გასული წლის თებერვალში ჩავიდა. მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სირიელმა მასზე თვალთვალის დაწესების მეორე დღეს მაღაზიაში ცეცხლგამძლე წებო იყიდა. პოლიციის ცნობით, ეს იყო უკანასკნელი კომპონენტი, რომელიც ეჭვმიტანილს ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად სჭირდებოდა.

ალ-ბაქრის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც გამოსაყენებლად უკვე მზად იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics