08:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 09:32:13, 472 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე იბარებენ.

საკითხი ფრაქციამ გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დააყენა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს  გიორგი ბადაშვილისგან  „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შესახებ  ვრცელი და დეტალური ინფორმაციის მიღება სურთ.

ამასთან,  „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იზიარებენ. 

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ისინი ელოდებიამ მთავარ პროკურორს პარლამენტში. 

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ დეპარტამენტის შექმნა და საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გეგმები, რომელიც იყო წარმოდგენილი პრეზენტაციაზე. მთავრი პროკურორი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს კანონმორჩილების კუთხით  მთელი დანარჩენი საქართველოსთვის.  ველოდებით მას, მობრძანდით ბატონო , არავინ არ შეგჭამთ“,-განაცხადა  ცაგარეიშვილმა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მოხსენებით მთავარი პროკურორის ნაცვლად,  ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი უნდა წარსდგეს. 

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე კვირის წინ მთავარ პროკურატურაში  „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი   დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ შეიქმნა, რომელსაც ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics