|
2016-10-07 17:37:34, 1028 ნახვა
რეგიონი
"აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში აჭარაში ახალი საწარმო იწყებს ფუნქციონირებას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად შპს ,,ნოვას" ადლიის ფილიალში ,,აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში ახალი საწარმო დაათვალიერეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო წყლის ავზებისა და სახურავი მასალების წარმოებას ახორციელებს, რასაც მალე პლასტმასის ნაკეთობების და 30-მდე სხვა პროდუქციის წარმოება დაემატება. საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს „ნოვას" ტექნიკურმა დირექტორმა რამაზ ირემაძემ გააცნო. სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ,,ნოვა" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს. ინვესტორი მიღებული 1,200 000 აშშ დოლარი დაფინანსებით უკვე არსებულ საწარმოს აფართოვებს. პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიხედვით პირველ ეტაპზე კომპანიამ უკვე განახორციელა 3600 კვ.მეტრზე საწარმოს მშენებლობა და ამ დროისთვის 8000 კვ.მეტრზე ახალი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში წლის ბოლოსთვის შევა. ორივე საწარმოს ინვესტიციის საერთო მოცულობა 2 მლნ აშშ დოლარია. საწარმოებში ჯამში 50 მოქალაქე დასაქმდება. ორივე საწარმოს ინვესტიციის საერთო მოცულობა 2 მლნ აშშ დოლარია. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში აჭარაში დაახლოებით 14 საწარმო ფუნქციონირებს. 2017 წლის თებრვლისთვის იგეგმება დამატებით 7 ახალი საწარმოს ხაზის გახსნა ადლიის ტერიტორიაზე. ორი წლის განმავლბაში შეიქმნება 10-15 მუდმივი სამუშაო ადგილი და არაპირდაპირი წესით დასაქმდება 25-30 ადამიანი.
(NS)
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)