23:49 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 16:05:39, 1152 ნახვა

კომენტარი
გიგაური: კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი შეჩერდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის განხილვის პროცესი დროებით შეჩერდა.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, ფორსირებულ ვითარებაში აღნიშნული სხდომის დანიშვნა არასწორი იყო.

„ეს არასწორი იყო, განსაკუთრებით ახლად დანიშნულ მოსამართლეებს უნდა ჰქონოდათ დრო იმისთვის, რომ მოეფიქრებინათ, თუ ვინ უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კანონით მათ აქვთ უფლება მეტი დრო ჰქონდეთ იმისთვის, რომ დაასახელონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და კარგია, რომ ზოგადად ეს პროცესი შეჩერდა. კიდევ ერთი წევრი უნდა დაინიშნოს საკონსტიტუციო სასამრთლოში პარლამენტის მხრიდან და ფორმისებულად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა არ უნდა მოხდეს. ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქმე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics