08:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 14:49:11, 592 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ არასრულწლოვნებისთვის შემზარავი კადრების ჩვენებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არასრულწლოვანთათვის დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტურის ფილმის ჩვენებაში  „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, მომხდარი შეისწავლონ და პასუხისმგებელი პირები გამოავლინონ.
„ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს შეშფოთებას ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტური ფილმის არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მომხდარი, გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ყველა ზომა, რათა მომავალში არ გამეორდეს მსგავსი ფაქტები“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics