|
2016-10-06 10:50:29, 1177 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი გოგა ფიჩხაია დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 30 აპრილს, საღამოს საათებში, მარტვილის რაიონის სოფელ კურზუში გოგა ფიჩხაიას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე პაატა ბერულავასთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც გოგა ფიჩხაიამ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით პაატა ბერულავას დანა მუცლის არეში დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პაატა ბერულავა მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გოგა ფიჩხაია 2016 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს რაიონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება იმის მიერ, ვინც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გოგა ფიჩხაია სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)