08:04 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 13:57:11, 471 ნახვა

პოლიტიკა
შსს პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ და კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასადგენად მედია საშუალებების მიერ გადაღებული ფირების შესწავლა მიმდინარეობს.

„ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა პოლიციის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. აღნიშნული აქციის დასრულების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრი"-ს ოფისთან პროვოკაციული ქმედებების შედეგად, აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარის ხუთმა წარმომადგენელმა და ორმა პოლიციელმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. პოლიციის თანამშრომლების აქტიური ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულის ჩამდენი პირების მხილების მიზნით, მიმდინარეობს მედიის საშუალებით გავრცელებული ვიდეოფირების შესწავლა, მოწმეთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების შედეგად დადგენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან და კანონის ფარგლებში იმოქმედონ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics